სატელეფონო ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა ხელფასი: 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქიში“ ვეძებთ სატელეფონო ცენტრის ოპერატორს და მისი ფუნქციები იქნება:
  • შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება, სტანდარტების დაცვით;
  • სოციალურ ქსელებში მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე დროული რეაგირება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით;
  • მომხმარებლის მიერ მოწოდებული კითხვების/საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება);
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • დავალების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება და ადრესატებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სკრიპტის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • აუცილებელია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარი;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (გრაფიკი ცვლებით);
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
ბონუსი: მუშაობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე