მძღოლ ექსპედიტორი
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@trd.ge
T&R DISTRIBUTION აცხადებს ვაკანსიას მძღოლ ექსპედიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • წინასწარ განხორციელებული შეკვეთის დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო და დროული მიწოდება; 
  • პროდუქტი - ტკბილეული, ნატურალური წვენი, საყოფაცხოვრებო ქიმია და სხვ.
  • სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერი, ფრთხილი ექსპლუატაცია.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშულების მართვის უნარი და გამოცდილება - B კატეგორიის მართვის მოწმობა
  • სასურველია დისტრიბუციაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიული
  • პასუხისმგებლიანი
  • პუნქტუალური
  • კეთილსინდისიერი
  • ორგანიზებული
  • კომუნიკაბელური
  • სტაბილური

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ - 16 სთ;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი (საშუალოდ თვეში 1800 ლ +)
  • საპენსიო შენატანის დაფინანსება;
  • სტაბილური სამსახური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge   
საგანში (subject)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლ - ექსპედიტორი.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
T&R DISTRIBUTION  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!