საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მინტრანსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, შპს „მინტრანსი“, რომელსაც ბაზარზე ყოფნის თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს, აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ს. ცინცაძის ქ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 – 18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე (2000 ლ +)

საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერის მოვალეობები: 
  • საერთაშორისო გადაზიდვების ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გადაზიდვის ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა და ტვირთის მდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, ერთწლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული - როგორც წერილობითი ასევე ვერბალური / თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს;
  • ტრენინგების დაფინანსებას;
  • მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს;
  • საპენსიო უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: info@mintrans.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"მინტრანსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: რეზიუმეში (CV) მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის შესასასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით და დაცული იქნება კონფიდენციალურობა.