საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, შპს „მინტრანსი“, რომელსაც ბაზარზე ყოფნის თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ს. ცინცაძის ქ.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი (განიხილებიან სტუდენტებიც)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება
- მომხმარებლებისათვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება
- მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება
- ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
- გაყიდვების დაგეგმარება და რეპორტინგი
- პასუხისმგებლობის აღება თვიური/კვარტლური/წლიური გეგმის შესრულებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, ერთწლიანი გამოცდილება; (უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება)
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული - როგორც წერილობითი ასევე ვერბალური)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალური
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს;
- ტრენინგების დაფინანსებას;
- მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს;
- საპენსიო უზრუნველყოფას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: info@mintrans.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"მინტრანსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: რეზიუმეში (CV) მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის შესასასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით და დაცული იქნება კონფიდენციალურობა.