გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მინტრანსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია, შპს „მინტრანსი“, რომელსაც ბაზარზე ყოფნის თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ს. ცინცაძის ქ.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი (განიხილებიან სტუდენტებიც)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

გაყიდვების მენეჯერის მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება
  • მომხმარებლებისათვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება
  • მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება
  • ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
  • გაყიდვების დაგეგმარება და რეპორტინგი
  • პასუხისმგებლობის აღება თვიური/კვარტლური/წლიური გეგმის შესრულებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, ერთწლიანი გამოცდილება; (უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება)
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული - როგორც წერილობითი ასევე ვერბალური)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალური
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს;
  • ტრენინგების დაფინანსებას;
  • მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს;
  • საპენსიო უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: info@mintrans.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"მინტრანსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: რეზიუმეში (CV) მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის შესასასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით და დაცული იქნება კონფიდენციალურობა.