უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსური ანალიტიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@citadeli.com
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა. 
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com 
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის ბიზნეს და ფინანსური მონაცემების ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური რეპორტების მომზადება; 
  • ანალიზის საფუძველზე ფინანსური მოდელების შექმნა კომერციული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად; 
  • ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური  ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა; 
  • ადგილობრივი შესყიდვებისა და იმპორტის კონტროლი, გადარიცხვების მონიტორინგი; 
  • ბუღალტრული და შიდა საქმისწარმოების პროგრამაში სხვადასხვა რგოლების მხარდაჭერა; 
  • იმ ფუქნცია-მოვალეობის შესრულება, რაც კონკრეტულად არ არის გაწერილი მოცემული პუნქტით, თუმცა არსობრივად დაკავშირებულია დასაქმებულის დასაქმებულის უფლება-მოვალეობებთან და თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფ საკითხს მიეკუთვნება; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ენები: რუსული/ინგლისური - B2 
  • MS Office პროგრამების კარგად ცოდნა. 
 
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის #32. 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
გისურვებთ წარმატებას!