HR სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი პალატი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი ორგანიზაციის ფსიქოლოგიის /ადამიანური რესურსების მიმართულებით; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სხვადასხვა HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება; 
  • პერსონალის შერჩევის პროცესის მართვა; 
  • პერსონალის მონაცემთა ბაზების მართვა; 
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება; 
  • სამუშაო აღწერილობების შექმნა/განახლება; 
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა; 
  • საჭიროებისამებრ სხვა HR პროექტებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება; 
 
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი; 
 
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 – 18:00); 
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4. 
 

ჩვენ გპირდებით განვითარების შესაძლებლობას,  კონკურენტულ ანაზღაურებას, კვებით უზრუნველყოფას და ჯანმრთელობის დაზღვევას. რაც მთავარია, კარგ სამუშაო გარემოს, რომ თავი იგრძნო კომფორტულად.  
ასე რომ, თუ ახლა ამას კითხულობ, გსურს შენი კარიერის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, მაშინ რაღას ელოდები, გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - HR სპეციალისტი რუსთავში.