ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი 4Hospitals
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
“4Hospitals”   სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _  შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; 

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • კორესპონდენციების წარმოება, ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • ოფისის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, შეხვედრების დაგეგმვა;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, დოკუმენტაციის რეესტრების წარმოება, ელექტრონული ბაზის შექმნა;
  • ადმინისტრაციული წერილების, ცნობების მომზადება (შესაბამის დეპარტამენტთან და იურისტთან შეთანხმებით);
  • თანამშრომელთა საკონტაქტო სიის შექმნა, თანამშრომელთა მიღების ან გაშვების შემთხვევაში ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება (კორპორაციული მობილური ბარათით, საწვავის ბარათით და ლიმიტით უზრუნველყოფა; კორპორაციული  ტელეფონის ნომრების რეგისტრაცია, ხარჯების გადამოწმება;
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვიანობა (Check In/Check Out) ხელშეკრულებების შაბლონებთან მუშაობა;
  • სადაზღვეო კომპანიასთან ურთიერთობა; მათ მიერ გადმოგზავნილი ინვოისების დროული მოწოდების კონტროლი, გადასახდელი სადაზღვეო პრემიის შედარება არსებულ რეესტრთან;
  • სამივლინებო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; (სასტუმრო, ბილეთები და ა.შ)
  • საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვები, მომწოდებლებთან ურთიერთობა ( შეკვეთა, მოწოდების ვადების კონტროლი..)
  • დიასახლისის კონტროლი, სამუშაო დღის დაწყებამდე ოფისის ტერიტორიაზე წესრიგის გადამოწმება; გეგმიური გენერალური დასუფთავების კონტროლი;
  • საკადრო რესურსის მართვა/ორგანიზება
  • სამეურნეო საკითხების კონტროლი - სამეურნეო მენეჯერისთვის დავალებების მიცემა
  • იურისტებთან მჭიდრო კონტაქტით ადამიანური რესურსების დოკუმენტაციის მუდმივ წესრიგში მოყვანა
  • საოფისე ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა. 
  • აქტიური კომუნიკაცია კონტრაქტორ/მომსახურე კომპანიებთან - IT და Google - ის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროაქტიურობა; 
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ,  კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;  

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზავნეთ  თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2024 წლის 30 ოქტომბრისა. გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!