სოციალური მედია მენეჯერი
2xP PRIORITY 4Hospitals
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@4hs.ge
4Hospitals სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;  
 
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთი: სრული 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სოციალური მედიის სხვადასხვა არხის (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Tiktok) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;  
  • ეფექტური ინტერაქციული ონლაინკავშირის უზრუნველყოფა;  
  • ციფრული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა;  
  • ქონთენთის (ქოფის და ვიზუალური მასალის) შექმნა; 
  • ქონთენთის დაგეგმვა და განთავსება; 
  • სოციალურ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელება და მონიტორინგი; 
  • სოციალურ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა; 
  • სოციალურ პლატფორმებზე განხორციელებული სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი; 
  • სოციალური მედია სტანდარტების/სტრატეგიების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; 
  • Meta Business Manager, Facebook Ads Manager და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მუშაობა. 
  • სოციალურ ქსელებში ეფექტური რეკლამის განთავსება; 
  • სოციალური მედიისთვის პოსტების მომზადება; 
  • ბლოგის მომზადება;  
  • კამერასთან მუშაობის გამოცდილება  
  • ვიდეო ედითინგი 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პროაქტიურობა;  
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
 
ჯანსაღ,  კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოში თუ გინდა მუშაობა, კარიერული განვითარებისა და  კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობაც თუ გიზიდავს, მაშინ ეს ვაკანსია შენია. 
 ჯანმრთელობის დაზღვევა გექნება და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს შენი ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე განვიხილავ 
თუ ვაკანსიის პირობები შენთვის  საინტერესოა,  გამოგვიგზვანე  რეზიუმე   მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2024 წლის 8 ნოემბრისა.. 
გთხოვთ,  ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!