ბიზნეს იურიდიული კომპანია LBP Law Office აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების წარმომადგენლობა და კონსულტირება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო კონტრაქტების/იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათ შესახებ კლიენტების ინფორმირება;
- კომპანიის კლიენტ(ებ)თან in-house იურისტად მუშაობა;
- სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ცოდნა;
- ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სრული განაკვეთი.
სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, CV გადმოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე info@LBP.ge