სამოქალაქო ინჟინერი

შუახევის მუნიციპალიტეტი სრული განაკვეთი აჭარისწყალი ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 3500
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: ტექნიკის უსაფრთხოების ინჟინერი ინჟინერია: სისტემური პროცესების ინჟინერი
შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია‘’აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო ინჟინერის პოზიციაზე

,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ არის ერთ-ერთი წამყვანი ენერგოკომპანია საქართველოში, რომელიც მართავს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. კომპანიის ენერგო ობიექტები მდებარეობს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" მფლობელები არიან ნორვეგიული  Clean Energy Invest AS  და ინდური  Tata Power .
შუახევის ჰესების კასკადი ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი 
ჩვენს კომპანიაში მუშაობა, ეს არის მულტიკულტურულ, მრავალფეროვან, პატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებულ გუნდთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა ეძლევა მაქსიმალურად გამოავლინოს უნარები, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და გაიღრმაოს ცოდნა მისი საქმიანობისა და ინტერესების შესაბამისად. 
ჩვენ, ყოველდღიური საქმიანობის პროცესში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. 

ვენი კომპანიის უპირატესობები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება 100% 
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • ტრანსპორტით მომსახურება
  • კვებით უზრუნველყოფა

სამუშაო: სრული განაკვეთი
ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: 3500 ლარი

პოზიცია: სამოქალაქო ინჟინერი

ძირითადი მოვალეობები:
  • დეპარტამენტის კაპიტალისა და ოპერაციების/ოპერირების ხარჯების დაგეგმარება და კონტროლი;
  • შუახევისა და სხალთის ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული ყველა სამოქალაქო ნაგებობის, მათ შორის სათავო ნაგებობების, მონიტორინგი, მოვლა და დადგენილ ნორმებში შენარჩუნების უზრუნველყოფა; 
  • შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ანალიზის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის დროული წარდგენა ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით;
  • მაკორექტირებელი ზომების დაგეგმარება ნაგებობებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსასწორებლად;
  • სამოქალაქო ნაგებობებთან ან/და მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციების, უსაფრთხოების თუ სხვა ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ფინანსურ ინსტიტუტებსა და მთავრობის შესაბამის ორგანოებისთვის ანგარიშის მიწოდება;
  • ყველა ნაგებობის, მშენებლობის ნახაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ნაგებობების  მოვლისა და სარემონტო ხარჯების გათვალისწინებით ბიუჯეტის დაგეგმარება და აღნიშნული გეგმის დაცვა;
  • ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნების შესრულება და შესაბამისი ანგარიშების შემუშავება და წარდგენა; 
  • საჭიროებისამებრ წარადგინოს ანგარიშები და განავითაროს სამოქალაქო სტრუქტურების ოპტიმიზაციის შემუშავება და მოდიფიკაცია ოპერირების გაუმჯობესების მიზნით;
  • კაშხლების, ჰესების ნაგებობების, შიდა გზების, სანაყაროების, საცხოვრებელი სახლების/კემპის, სამოქალაქო სტრუქტურების  რეგულარული შემოწმება და  მოვლა. 
  • უზრუნველყოს და იზრუნოს ნაგებობების და შემოგარენის ესთეტიკურ მხარეზე;
  • ოპერაციული და მექანიკური გუნდების მოთხოვნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს სამოქალაქო კუთხით არსებული დეფექტებისა და საკითხების მოგვარება;
  • უსაფრთხოებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვა და უსაფრთხოების შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ჰიდროელექტრო ნაგებობებში მომსახურებაზე, პრობლემების აღმოფხვრაზე, მოდიფიკაციებსა და საინსტალაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი ჯგუფებისთვის ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • კონტრაქტორებისა და სამშენებლო სერვისის მომწოდებლის იდენტიფიცირება სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული კუთხით მომსახურების მიღების მიზნით;
  • ყოველწლიური ბიუჯეტისა და დანახარჯების დაგეგმარება და აღნიშნული გეგმის დაცვა;
  • მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო ინჟინერიის კუთხით.

საჭირო უნარები: 
  • ტექნიკური უნარები
  • Auto Cad-ისა და Microsoft პროგრამების ცოდნა
  • მშენებლობის პროცესის მართვა
  • ბიუჯეტირება
  • პრობლემების მოგვარების უნარი
  • კრიტიკული აზროვნება
  • კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკების უნარი
  • სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების ცოდნა როგორც სამშენებლო, ასევე გარემოსდაცვითი კუთხით.

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი  შემდეგ მისამართზე:  lela.meskhidze@agl.com.ge
გთხოვთ მიუთითოთ სამუშაოს დასახელება ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი  2024