მოლეკულური ბიოლოგი

თბილისი სრული განაკვეთი მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
"მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას მოლეკულური ბიოლოგის პოზიციაზე .
MBRC - „მოლეკულური ბიოლოგიის კვლევითი ცენტრი“ დაარსდა 2020 წლის ივნისში და წარმოადგენს უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიით აღჭურვილ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ლაბორატორიას, რომელიც უზრუნველყოფს რთული გენეტიკური და ონკოლოგიური დაავადებების გენეტიკურ ტესტირებას უახლესი მეთოდებით

ლოკაცია - თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება / გენეტიკა,მოლეკულური ბიოლოგია
  • მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება (პჯრ,სექვენირება)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ლაბორატორიაში დანერგილი თითოეული კვლევის ზედმიწევნით სრულყოფილად წარმართვა 
  • ლაბორატორიაში არსებული ყველა საკვლევი ინსტუმენტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა 
  • მიღებული კვლევის შედეგების დამუშავება  შესაბამის საანალიზო პროგრამებში, პასუხების ინტერპრეტირება, დადგენილ დროში პაციენტისთვის დროულად მიწოდება და მათი პროგრამულად ასახვა
  • ლაბორატორიული აპარატებისა და სამუშაო სივრცეების მონიტორინგი, მოვლა და მოწესრიგება
  • რეაგენტების შენახვის პირობების დაცვა, მონიტორინგი და მათი მომზადება სამუშაო პროცესისთვის
  • თემის ირგვლივ  კონფერენციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mbrc.ge - ზე საგანში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება მოლეკულური ბიოლოგი