ფილიალის ხელმძღვანელი
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის  პოზიციაზე.

დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge
მისამართი: ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ.107
სამუშაო განკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • სტრატეგიის შემუშავება რეგიონის განვითარებისა და კლიენტების მოზიდვის მიზნით;
  • არსებული ბაზრის შესწავლა და ბრენდის ცნობადობის გაზრდა ბაზარზე;
  • სადაზღვევო  პროდუქტების ადაპტირება არსებული რეგიონის მოთხოვნებთან;
  • რეგიონისათვის დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება/შესრულების კონტროლი;
  • პოტენციური კლიენტების ბაზების მოძიება;
  • პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
  • ჯგუფის ფორმირებასა და თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • თანამშრომლების გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა;
  • ყოველკვარტლური ანგარიშის მომზადება და წარდგენა სათავო ოფისთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;
  • სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • უცხო ენების ფლობა (B2 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

უნარები:
  • ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!