სამშენებლო პროექტის მენეჯერი
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@eve-capital.com
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის  პოზიციაზე. 

მდებარეობა : ბათუმი 

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა; 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვების უზრუნველყოფა; 
  • სამშენებლო გრაფიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი; 
  • გარე კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობა; 
  • შიდა გუნდთან თანამშრომლობა, პროექტის დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველსაყოფად; 
  • პროექტის რისკების შეფასება და პრობლემების გადაჭრა; 
  • დიზაინის და სამშენებლო სტანდარტების დაცვა და პროექტის ხარისხის კონტროლი; 
  • ქვეკონტრაქტორებთან კონტრაქტების გაფორმება და შესრულების ხარისხის მონიტორინგი; 
  • კონტრაქტების ჩატვირთვა, ანგარიშები შესაბამის სოფტებში და პროგრამულ უზრუნველყოფებში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მშენებლობაში, პროექტების მართვაში ან სხვა შესაბამის სფეროში; 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტების მართვაში; 
  • ბიუჯეტის მართვის და რესურსების დაგეგმვის უნარები; 
  • ელექტრონული დოკუმენტების მართვის პროგრამების ცოდნა (MS Project, AutoCAD, 1C); 
  • სამშენებლო ტექნოლოგიების და დეველოპერული პროცესების ღრმა ცოდნა; 
  • კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის ძლიერი უნარები; 
  • პრობლემების გადაჭრის უნარი და მოქნილობა სტრესულ სიტუაციებში. 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@eve-capital.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com 
 
გისურვებთ წარმატებას!