გარემოს დაცვის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ამბასადორი ბათუმი აილენდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: გარემოს დაცვის სპეციალისტი
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა : ბათუმი

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და  საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტების ეკოლოგიური შეფასება და გარემოსდაცვითი გეგმების შემუშავება;
  • სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი გარემოსდაცვითი ნორმების შესაბამისად;
  • გარემოსდაცვითი ნებართვების და დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • ნარჩენების მართვის სისტემების შემუშავება და დანერგვა (გადამუშავება, ნარჩენების შემცირება);
  • წყლის, ჰაერის და ნიადაგის დაბინძურების რისკების შეფასება და შემცირება;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ტრენინგების და სემინარების ორგანიზება;
  • ენერგიის და რესურსების ეფექტური გამოყენების დაგეგმვა და დანერგვა;
  • გარემოსდაცვითი ინსპექციებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა და შემოწმებების მონიტორინგი;
  • სერთიფიცირების პროგრამებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის მართვა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი რეგულაციების მუდმივი შესწავლა და განახლება;
  • გარემოსდაცვითი ანგარიშგებების და მონიტორინგის ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკოლოგიაში, გარემოს დაცვაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
  • გარემოსდაცვითი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვის სფეროში;
  • ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Excel). 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@eve-capital.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eve-capital.com
გისურვებთ წარმატებას!