ბუღალტერ-აღმრიცხველი
თარიღები: 08 ოქტ - 05 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ - აღმრიცხველი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@primeconcrete.ge
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-აღმრიცხველის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების  გამოცდილება. 

ჩვენ გთავაზოვბთ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას 
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: ანაკლია
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრულ პროგრამასთან მუშობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

მოვალეობები:
  • ობიექტზე მიღებული მასალების აღრიცხვა  (როგორც შესყიდული, ასევე შიდა გადაადგილებით);
  • ყოველდღიურ რეჟიმში RS.ge-ზე მიღებული შესყიდვის ზედნადების მონიტორინგი  და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება;
  • ყოველთვიური ფაქტიური ინვენტარიზაციის მონიტორინგი და შედეგების შედარება პროგრამულ ნაშთთან;
  • სასაწყობე ნაშთების კონტროლი;
  • დახარჯული მასალების პროგრამაში გატარება, ჩამოწერის აქტის გაფორმება და დაარქივება;
  • შეკვეთილი მასალების და  მომსახურების კრედიტორების გადარიცხვის  სტატუსის განახლება ყოველკვირეულად;
  • ობიექტზე მიღებული საწვავის აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პირველადი დოკუნემტების მოწესრიგება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და დაარქივება;
  • ფორმა 2-ის შემოწმება/დაარქივება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
  • დოკუმენტების წარმოების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.