კონკურსი - ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით

მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, აცხადებს კონკურსს  შემდეგ მიმართულებებზე:

ბიომედიცინის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 2 პოზიცია
ასისტენტ პროფესორი - 2 პოზიცია
ასისტენტი - 2 პოზიცია

ქირურგიის მიმართულება
პროფესორი - 1 პოზიცია
ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტ პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტი - 2 პოზიცია

შინაგანი მედიცინის მიმართულება
პროფესორი - 1 პოზიცია
ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტ პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტი - 1 პოზიცია

მეანობა/გინეკოლოგია და პედიატრიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტ პროფესორი - 2 პოზიცია
ასისტენტი - 2 პოზიცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური და კვლევითი მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტ პროფესორი - 2 პოზიცია
ასისტენტი - 2 პოზიცია

პროფესიული განვითარების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტ პროფესორი - 1 პოზიცია
ასისტენტი - 2 პოზიცია

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 7 და 8 ნოემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

საკონკურსო კომისია  უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2024 წლის 9 ნოემბრიდან,   ხოლო  შედეგები (შუამდგომლობა, შემაჯამებელი ოქმი) გონივრულ ვადაში  წარმოუდგინოს რექტორს წერილობით.
  • პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
  • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  • პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა ხოლო ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის შემთხვევაში- სამოტივაციო წერილი.
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  • კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

პროფესიული ნიშნით პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი სავალდებულო მოთხოვნები:
  • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:
  • უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა ჰქონდეს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან/და დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული ჰქონდეს სამეცნიერო ან/და პრაქტიკული ხასიათის პროექტი/პროექტები ან/და გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • უნდა აკმაყოფილებდეს რექტორის ბრძანებით კონკრეტული აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც:
აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
  • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

ასისტენტის თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:
  • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია, ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული ხასიათის ან კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკმაყოფილებს რექტორის ბრძანებით კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებს.

როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო მოთხოვნები:
კლინიკური მიმართულებებით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიმართულების სერტიფიკატი (მუშაობის უფლების ქონის ლიცენზია)
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.(პროფესიულ-დარგობრივი)

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების, სერიფიკატი-ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  • სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა;
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  • შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  • დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების შეასაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
 
მიმაგრებული დოკუმენტაცია:
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე