„მისო ლიდერ კრედიტი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
მდებარეობა:
- ქ. თბილისი
- ქ.ბათუმი
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - პარასკევი : სრული;
- შაბათი: მოკლე სამუშაო დღე.
სამუშაო აღწერილობა:
- ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- პოტენციური მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება, დაინტერესება;
- არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
- პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;
- უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
- ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
- ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
- ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- კეთილგანწყობილსა და თავაზიანს.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge , სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება .
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 ოქტომბერი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!