ავტო სესხის ოფიცერი
თარიღები: 08 ოქტ - 05 ნოე
მდებარეობა: თბილისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@leadercredit.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577183800
მისამართი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. 11

„მისო ლიდერ კრედიტი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით  44 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს. 

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!


შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.


მდებარეობა:

  • ქ. თბილისი
  • ქ.ბათუმი


სამუშაო გრაფიკი:  

  • ორშაბათი - პარასკევი : სრული;
  • შაბათი: მოკლე სამუშაო დღე.


სამუშაო აღწერილობა:

  • ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის  ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
  • სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • პოტენციური მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება, დაინტერესება;
  • არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;


ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, 

  • უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტს; 
  • ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით; 
  • ეფექტური გაყიდვებისა და  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
  • ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • კეთილგანწყობილსა და თავაზიანს.


ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი 


დაინტერესების შემთხვევაში,  თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge ,  სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება .

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2024 წლის 31 ოქტომბერი. 

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.  

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).


გისურვებთ წარმატებას!