მძღოლ - დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი ლეთრე
ხელფასი: 1000 - 1100 +ბონუსი
ენები: ქართული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია

მილდიანის ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური სადისტრიბუციო კომპანია  შპს ,,ლეთრე’’   აცხადებს  ვაკანსიას, ,,მძღოლ - დისტრიბუტორი’’-ს   პოზიციაზე. 

მისამართი: ქ. თბილისი.


ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: (სასურველია მინიმუმ) 1 წელი;
  • ენები: ქართული კარგად;
  • მართვის მოწმობა (სასურველია B კატეგორია) ;


ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთილი პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა საწყობიდან, დატვირთვა ბორტზე და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • შეკვეთილი პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;


პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ანგარიშის უნარი;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • გუნდთან მუშაობის უნარი.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • გადადგილების ადგილი: თბილისის ტერიტორია;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • საათები: 09-დან 18:00 -საათამდე;
  • ანაზღაურება: 1000- 1100 ლარი;


კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით (3x4) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mildiani.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 07  ნოემბრამდე. 


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია შ.პ.ს. ,,ლეთრემ“,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებას!