FMG ოპერატორი

თელავი სრული განაკვეთი ბიდი პლიუსი (Compact)
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (FMCG)
შპს ბიდი პლუსი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Nua - ტუალეტის ქაღალდები და სამზ. ხელსახოცები. Olivia/Orlena/ (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით). 
კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით. 
კომპანია აცხადებს დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას  კახეთში. 

პირობები: 
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 8:30-18:00 სთ. 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით); 
  • სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG(SBS) -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას); 
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება; 
  • მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა; 
  • სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება,აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში; 
  • საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი; 
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა. 

პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • ორგანიზებული 
  • პუნქტუალური 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი 
  • შრომისმოყვარე 
  • მათემატიკური აზროვნების უნარით 
 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე irina_lurie@yahoo.com 25 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. 
ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება. 
 
გისურვებთ წარმატებას! 
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება  კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.