სტაჟირების პროგრამა იურიდიულ დეპარტამენტში
თარიღები: 07 ოქტ - 05 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
იურიდიული:  სტაჟიორი (იურიდიული)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mihouse.ge
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი“ აცხადებს 3 თვიან სტაჟირების პროგრამას იურიდიულ დეპარტამენტში:
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა)
გრაფიკი: ჰიბრიდული

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
  • ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სასამართლოსა და არბიტრაჟში წარსადგენი დოკუმენტების, მათ შორის სარჩელებისა და შესაგებლების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელშეკრულებების ბაზების შექმნა, დახარისხება;
  • ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად ცალკეული დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1/B2 დონე).
  • პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებაზე კონცენტრირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ  გთავაზობთ:
ძალიან მეგობრულ,  საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60,000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
თუ  აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: 

საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია)  არაუგვიანეს 2024 წლის  27 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:  
hr@mihouse.ge და  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!