საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ვაკო მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
შპს "ვაკო მოტორსი"  გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საწყობი თანამშრომლის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • დამატებით დასვენების დღეებს;
  • ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
  • კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა; 
  • შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა და დასაწყობება; 
  • საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა;
  • საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების მომზადება და განხორციელება;
  • საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ
  • სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ოპერატიული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 800 ლარი net, (1200-1300 ლარი ბონუსით)
სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: ორხევი, თ.ჩანტლაძის #15  (ისთ ფოინთთან ახლოს)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2024 წლის 1 ნოებრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. 

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!