საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გურჯაანის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტი
მოვალეობები:
- გურჯაანის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში;
- გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
- გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა;
- გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
- გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
- ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
- სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
დამატებითი მოთხოვნები:
- ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
- გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- მინიმალური განათლება:ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.
სამუშაო ადგილი: გურჯაანის ტექნოპარკი (გურჯაანი, კოსტავას ქუჩა 63).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.