გურჯაანის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი/ფაბლაბი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გურჯაანის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სპეციალისტი

მოვალეობები:
  • გურჯაანის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში;
  • გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • გურჯაანის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა;
  • გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით;
  • გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა;
  • ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა;
  • სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა;ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.


დამატებითი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
  • გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მინიმალური განათლება:ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.
  • სამუშაო გამოცდილება:  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.


უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი.


სამუშაო ადგილი: გურჯაანის ტექნოპარკი (გურჯაანი, კოსტავას ქუჩა 63).


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2024 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - გურჯაანის ტექნოპარკის ფაბლაბის სპეციალისტი. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.