მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (დღე/ღამის ცვლა)
ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:
- საწვავის ლიმიტი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
- სამოტივაციო პროგრამები
ძირითადი მოვალეობები
- წარმოების ციკლისთვის საჭირო ადამიანური რესურსის განსაზღვრა , მათი განაწილება შესაბამისი დროისა და ადგილის მიხედვით
- გრაფიკის შედგენა და სამუშაო პროცესის ორგანიზება
- პასუხისმგებლობების დელეგირება თანამშრომლებზე და მათი ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა
- თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა და მონიტორინგი
- ახალი და არსებული თანამშრომლებისთვის ქარხანაში არსებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესრულების მონიტორინგი
- არსებული თანამშრომლებისთვის პერიოდული სწავლების დაგეგმვა/განხორციელება
- თანამშრომლების მიერ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის მეთვალყურეობა
- უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა
- წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა და ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა
- წარმოების დაწყებამდე პრეოპერირება HACCP-ის გეგმის შესაბამისად
- თანამშრომლების ყველა დისციპლინურ გადაცდომაზე დროული რეაგირება
- წარმოების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა
- ნარჩენების მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფა
- წარმოებაში არსებული ჩეკლისტების შევსება და მონიტორინგი
- ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფის დროული ინფორმირება
- ცვლის დასასრულს მიმდინარე დღის განხილვა , შეფასება და ანალიზი
- დღის განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ამოცანების მიწოდება შემდეგი ცვლის მენეჯერისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან სურსათის უვნებლობის მიმართულებით
- პურ-ფუნთუშეულის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
- სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:
vacancyibh@ibh.ge