წარმოების ცვლის მენეჯერი
თარიღები: 07 ოქტ - 05 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები:  ტექნოლოგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancyibh@ibh.ge
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას   წარმოების ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (დღე/ღამის ცვლა)
ადგილმდებარეობა: ლილო

ბენეფიტები:
  • საწვავის ლიმიტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
  • სამოტივაციო პროგრამები

ძირითადი მოვალეობები
  • წარმოების ციკლისთვის საჭირო ადამიანური რესურსის განსაზღვრა ,  მათი განაწილება შესაბამისი დროისა და ადგილის მიხედვით
  • გრაფიკის შედგენა და სამუშაო პროცესის ორგანიზება
  • პასუხისმგებლობების დელეგირება თანამშრომლებზე და მათი ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა
  • თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა და მონიტორინგი
  • ახალი და არსებული თანამშრომლებისთვის ქარხანაში არსებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესრულების მონიტორინგი
  • არსებული თანამშრომლებისთვის პერიოდული სწავლების დაგეგმვა/განხორციელება
  • თანამშრომლების მიერ დანადგარებთან უსაფრთხო მუშაობის მეთვალყურეობა
  • უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა
  • წარმოების ტექნოლოგიის ცოდნა და ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა
  • წარმოების დაწყებამდე პრეოპერირება  HACCP-ის გეგმის შესაბამისად
  • თანამშრომლების ყველა დისციპლინურ გადაცდომაზე დროული რეაგირება
  • წარმოების პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა
  • ნარჩენების მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფა
  • წარმოებაში არსებული  ჩეკლისტების შევსება და მონიტორინგი
  • ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში  ტექნიკური ჯგუფის დროული ინფორმირება
  • ცვლის დასასრულს მიმდინარე დღის განხილვა , შეფასება და ანალიზი
  • დღის განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ამოცანების მიწოდება შემდეგი ცვლის მენეჯერისთვის

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან  სურსათის უვნებლობის მიმართულებით
  • პურ-ფუნთუშეულის სფეროში  მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი  გამოცდილება
  • სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე:  vacancyibh@ibh.ge