დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი OneSoft
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: პირადი ასისტენტი
კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:
კომპანია OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის  შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.1soft.ge

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:
  • 1C სააღრიცხვო პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
  • მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის დროს
  • მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური გაანალიზება, გადაჭრა
  • მომხმარებლის მხრიდან  დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
  • მომხმარებლის მომართვებზე ოპერატიული რეაგირება
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
  • ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება: 
  • ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება
  • 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
  • ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
  • სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი
  • სამუშო განრიგი: ჰიბრიდული (დისტანციურად ან/და ადგილზე)
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში

OneSoft გისურვებთ წარმატებას!