შპს „მაგთიკომის“ მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
- ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
- მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
- მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით;
- ცოდნა - ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ბ) რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე თავისუფლად ფლობა.
უნარები/შესაძლებლობები:
- მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიზის უნარი.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge ა.წ. 21 ოქტომბრის ჩათვლით.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.