სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი
თარიღები: 07 ოქტ - 21 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@magticom.ge
შპს „მაგთიკომის“ მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
 
ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება;
  • ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების, პროცედურების, ტარიფების და მიმდინარე დავალიანების შესახებ;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაცნობა;
  • მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკურ ჯგუფთან გადამისამართება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან გამოცდილება მომსახურების სფეროში, მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით;
  • ცოდნა - ა) აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; ბ) რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე თავისუფლად ფლობა.
 
უნარები/შესაძლებლობები:
  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიზის უნარი.

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge ა.წ. 21 ოქტომბრის ჩათვლით.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.