DS Carwash ეძებს გამოცდილ და ენერგიულ ტექნიკურ მენეჯერს თბილისში თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოებისთვის.
მთავარი ამოცანაა თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოების უწყვეტი მუშაობის ორგანიზება.
რა იქნება თქვენი მოვალეობა?
- რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, აღჭურვილობის მოვლა, დაზიანებების აღმოფხვრა, ყოველდღიური პარამეტრების წარმოება,
- ფინანსური ანგარიშგების შენახვა და კონტროლი.
- მენეჯერმა უნდა მართოს თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოში ოპერატორების საქმიანობა, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით (პერსონალური შემოწმება, კამერების შემოწმება, შეხვედრების ორგანიზება);
- ავტოსამრეცხაოების საწარმოო და ეკონომიკური საქმიანობების ორგანიზება, შენობების და ქონების მოვლა ექსპლუატაციის ნორმების შესაბამისად, ტერიტორიის კეთილმოწყობის კონტროლი, ობიექტის მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების კონტროლი;
- არსებობის შემთხვევაში, მენეჯერმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები მოიჯარეებთან, კლიენტებთან და მუნიციპალურ სამსახურებთან კონფლიქტის აღმოსაფხვრელად;
- მენეჯერს ევალება ურთიერთობა კონტრაქტორ ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შემდეგი საკითხების მოსაგვარებლად: საჭირო მასალების მიწოდება, იჯარისა და კომუნალური გადახდების ორგანიზმება, დაცვის კონტროლი, მყარი და თხევადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის კონტროლი და ა.შ.;
- მენეჯერის მოვალეობაში შედის პერსონალის მართვა, მათ შორის თანამშრომელთა შერჩევა, მომზადება და მოტივირება;
- გაყიდვების გაზრდისკენ მიმართული აქტივობების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- ყოველთვიური ანგარიშების მიწოდება ხელმძღვანელებისათვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- გამართული მეტყველების უნარი
- კომუნიკაბელურობა
- MS Office პროგრამების ცოდნა
- ენა:აუცილებელი მოთხოვნაა თავისუფლად ფლობდეს რუსულ ენას.
მისამართი:საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლებთა ქუჩა #21 , თბილისი.
დავით გურამიშვილის გამზირი #160 , თბილისი.
ანაზღაურება (ხელზე ასაღები) - 550$-დან 650 $-მდე.
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: kalugin.moyka@gmail.com