იურისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ჯი თი სი რენთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
იურიდიული: იურისტი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში. 
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე. 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დოკუმენტაციის მომზადება, მოწესრიგება, მართვა, აღრიცხვა;
  • იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტების და შეთანხმებების შემუშავება და მოდიფიკაცია;
  • რეზოლუციების, ბრძანებების, ოფიციალური დოკუმენტაციების იურიდიული გამართულობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სხვადასხვა სამსახურებისათვის კონსულტაციების გაწევა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
  • საკანონმდებლო აქტების, საგადასახადო კოდექსის და შრომის კოდექსის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.