ოთახების დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ibis Styles Old Tbilisi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ibis Styles Old Tbilisi“  Accor -ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. 
სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეწდილებას ტოვებს სტუმრებზე.

სასტუმროს გახსნის თარიღია, 2024 წლის ნოემბერი
მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39

სასტუმრო „ibis Styles Old Tbilisi“ აცხადებს ვაკანსიას ოთახების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ
  • პროფესიულ განვითარებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
  • ჩვენს ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას

ძირითადი მოვალეობები
  • უზრუნველყოს სასტუმროს ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება.
  • სტუმრის ოთახების სართულებზე დერეფნის დასუფთავება და სისუფთავის კონტროლი დღის განმავლობაში (დერეფანში არსებული ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება).
  • სამუშაო ურიკის აღჭურვა საჭირო ინვენტარით და დღის ბოლოს ურიკის დაბრუნება მისთვის განკუთვნილ ადგილას სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
  • „დაკარგული და ნაპოვნი“ ნივთების პროცედურის შესაბამისად დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება.
  • დასუფთავებული ოთახების შესახებ ინფორმაციის განახლება სპეციალურ ფორმაში;
  • ნებისმიერი ხარვეზის ან გადაუდებელი სიტუაციის ხელმძღვანელისთვის დროული ინფორმირება. ზემოაღნიშნული პასუხისმგებელი პიროვნების არ ყოფნის შემთხვევაში,  დასუფთავების დეპარტამენტის დროული ინფორმირება.
  • უზრუნველყოს სასტუმროს უსაფთხოების, ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს სამუშაოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პოზიტიური,  მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV  შემდეგ ელ.მისამართზე:
გთხოვთ, სათაურის ველსში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა
გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო  “ibis Styles Old Tbilisi "-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.