საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: - ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;
- პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება.
- პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
- ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.)
- არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;
- კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
- ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;
- ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, ფინანსური მოდელების დამუშავება, კომერციული გუნდის საფასო პოლიტიკის შემუშავება...)
სავალდებულო მოთხოვნები: - განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - სამედიცინო დაზღვევა;
- Fitpass;
- კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
- ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- განვითარების შესაძლებლობა;
- თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.