სადისტრიბუციო კომპანია შპს " ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას A1 სუპერვაიზერის
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
- სადისტრიბუციო ქსელის შესწავლა , მონიტორინგი და ათვისების კონტროლი,
- დაქვემდებარებაში მყოფი დისტრიბუტორების/სავაჭრო აგენტების მუშაობის კონტროლი, კოორდინაცია, მათი ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება
- სავაჭრო ობიექტებისა და გაყიდების კვლევა, ანალიზი და რეპორტინგი
- გეგმის შესრულების კონტროლი
- თანხების ამოღების კონტროლი
- პრიორიტეტული მიზნების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
- შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება
- ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკებების წარმართვა და მათი დარწმუნება
კანდიდატს მოეთხოვება:
- სუპერვაიზერად გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მენეჯმენტის და მარკეტინგის განხრით;
- ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების თანამედროვე მეთოდების ცოდნა
- კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლიანობა
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და მოტივირებულობა
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. დასვენების დღე კვირა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით , შევსებული ქართულ ენაზე, ელ-ფოსტაზე:
qalaqurivc@gmail.comფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.