კონსულტანტი
2xP PRIORITY New Yorker
თარიღები: 16 ოქტ - 02 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: paneuropeanfashiongroup@gmail.com
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს მოდის ბიზნესს  NewYorker -ს აქვს  1000-ზე მეტი მაღაზია 40 ქვეყანაში, 1971 წელს ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ფლენსბურგში გაიხსნა პირველი ფილიალი, რომლის შემდეგ  NewYorker-ს არასოდეს დაუხევია  უკან. 
სამომავლო მიზნობრივი ინვესტიციებით  საქართველოს ბაზარზე NewYorker- ის პირველი ფილიალი 2013 წელს გამოჩნდა Tbilisi Mall-ის სავაჭრო ცენტრში , შემდეგ 2015 წელს East Point, 2017 წელს Galleria Tbilisi , 2019 წელს City Mall Saburtalo, 2019 წელს ბათუმში Metro City Mall, 2024 წელს City Mall Gldani.
საქართველოში NewYorker-მა  შექმნა არა მხოლოდ  ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ჩამოყალიბდა  ერთ-ერთ პირველ კომპანიად მოდის ბიზნესში.

NewYorker აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში:

მოთხოვნები:
  • მსგავს ინდუსტრიაში  მუშაობის გამოცდილება;
  • აქტიურ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური, თავაზიანი, დეტალებზე ორიენტირებული;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო სექციის მომზადება და სამუშაო ზონის მუდმივ გამართულობაზე ზრუნვა;
  • ფილიალის გაყიდვების, შიდა ფასდაკლებების/აქციებისა და სხვადასხვა შიდა პროცედურის ცოდნა;
  • მომხმარებლის თითოეულ თხოვნაზე ოპერატიული რეაგირება და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 2 დღე დასვენება;
ხელფასი : ფიქსირებული + ბონუსი ;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
  • კონკურენტულ ხელფასს;
  • ფასდაკლებებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: paneuropeanfashiongroup@gmail.com 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ გაყიდვების კონსულტანტი“  და თქვენთვის სასურველი ფილიალი .

CV-ს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ ის თანახმაა, მის CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.