კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორის თანამდებობაზე ფუნქცია-მოვალეობები - მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაციის გაწევა ინტერნეტ საიტის და მობილური აპლიკაციის შესახებ
- ინტერნეტ „ჩათში“ მომხმარებლის კითხვებზე კონსულტაცია
- ონლაინ შეკვეთების მენეჯმენტი
- შემოსულ რეკლამაციაზე ან გაურკვეველი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში უფროსი ოპერატორის საქმის კურსში ჩაყენება და მინიმალურ ვადებში პრობლემის მოგვარება
- შეკვეთის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება / დაზუსტება / გარკვევა
- საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია დეტალების დასაზუსტებლად საჭიროებისამებრ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- ოპერატიულობა;
- დაკვირვებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
გრაფიკი: მცოცავი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ოქტომბერი. გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.