„ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერა, ქუჩიშვილის N11
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთი
ანაზღაურება: საათობრივი ფიქსირებული + ბონუსი (1000 ლარიდან ზემოთ)
ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული სერვისების და პროდუქტების შესწავლა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და გაყიდვებზე ორიენტირებული ზარების წარმოება
- მჭიდრო კომუნიკაცია და სუბორდინაცია თანამშრომლებთან, ინფორმაციის გაცვლის მიზნით
- აქტივობასთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
- მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის დეპარტამენტთან;
- შემოსული ზარების აღრიცხვა, სორტირება საკითხების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების სკრიპტებთან, ზარებთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი უნარები
- ქართული, ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების გამართულად ცოდნა
- სასურველია CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება
უნარები და პიროვნული კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა
- დისციპლინირებულობა
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგვიგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: marketing@blitsdental.com