I კატეგორია ინჟინერ-კონსტრუქტორი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: კონსტრუქტორი
შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში.  ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.  
ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას,უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც,  როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას. 
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას საკონსტრუქტორო სამსახურის I კატეგორია ინჟინერ-კონსტრუქტორის ვაკანტურ პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: გარდაბანი, თბოსადგური 
 
ფუნქცია-მოვალეობები:  
  • ტექნიკური დავალების მიხედვით ნაკეთობების დამუშავება, პროექტირება. პროექტის ტექნიკური ნაწილის ანალიზი. 
  • პროექტისათვის წარმოებული საპროექტო დოკუმენტაციის (საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის) მოცულობის განსაზღვრა ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნების შესაბამისად. 
  • საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და შესრულება საპროექტო დოკუმენტაციის ერთიანი სისტემის შესაბამისად. 
  • პროექტისათვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების შესასყიდი სიის შედგენა. 
  • საავტორო მეთვალყურეობა საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის მიხედვით (შემუშავებული პროექტების თუ სარემონტო ნაკეთობების)  წარმოების ყველა ეტაპზე. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება, ინჟინერ-მექანიკის მქონე კვალიფიკაციით. 
  •  გამოცდილება მანქანათმშენებლობაში I კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის არა ნაკლები 3 წლის ან 5 წელი  II კატეგორიის ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის საერთო სტაჟი.  
  • პროგრამა AUTOCAD-ის ღრმა ცოდნა. 
  • თავდაჯერებელი მუშაობა  სორტამენტების და მასალების ლიტერატურაზე. 
  • ნახაზების გაფორმებისას ფუნდამენტური სტანდარტების ცოდნა (ЕСКД- ერთიანი სისტემა საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია). სტანდარტებსა და წესებში საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და მასთან მუშაობის უნარი. 
  • ლითონის დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა (მექანიკური დამუშავება, შედუღება, ღუნვა, აირით და პლაზმური ჭრა, თერმული დამუშავება და სხვა). სასურველია მასალადმცოდნეობის და თერმიული დამუშავების ცოდნა. 
  • სასურველი გამოცდილება მეტალოკონსტრუქციების, თბო და ჰიდროელექტრო სადგურებში არსებული მოწყობილოების სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობა. 
  • სასურველია ტექნიკური ინგლისურის და რუსულის ცოდნა. 
 
ვაკანსიით დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khakhalaia@giec.ge    გთხოვთ,  ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება. 
* გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;  
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით;  ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.  
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.