სოციალური მედიის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ლაიქ ჰაუსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (https://www.likehouse.ge/) , აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის  პოზიციაზე, ქ. ბათუმში.    
 
ძირითადი მოვალეობები :  
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და მართვა.  
  • სოციალური არხების  მართვა და განვითარება. 
  • სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, შესაბამის გუნდთან ერთად. 
  • ახალ სამიზნე აუდიტორიაზე მუშაობა. 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია. 
  • შედეგების ყოველთვიური მონიტორინგი.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (მინიმუმ 1 წელი) 
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.  
 
ძირითადი უნარ-ჩვევები : 
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;   
  • კრეატიულობა . 
 
ჩვენ გთავაზობთ :  
  • კონკურენტულ ანაზღაურებას ; 
  • მოქნილ გრაფიკს.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე : Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სოციალური მედიის მენეჯერი“.   
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 1  ნოემბერი.  
 
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 
 
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.