ქოფირაითერი
თარიღები: 04 ოქტ - 01 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კოპირაიტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@likehouse.ge
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (https://www.likehouse.ge/) , აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის  პოზიციაზე, ქ. ბათუმში.   

ძირითადი მოვალეობები : 
  • კრეატიული ტექსტების მომზადება მარკეტინგული კამპანიებისთვის. 
  • ტექსტების შექმნა: სარეკლამო მასალებისთვის, სოციალური მედიის პოსტებისთვის, ბლოგებისა და ვებ-გვერდებისთვის. 
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა.
  • SEO ოპტიმიზაცია : საძიებო სისტემის ტექსტების ოპტიმიზაცია შესაბამისი საკვანძო სიტყვების გამოყენებით.
  • რედაქტირება და კორექტირება : საკუთარი, ან სხვისი დაწერილი ტექსტის რედაქტირება.
  • მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (მინიმუმ 1 წელი)
  • ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

ძირითადი უნარ-ჩვევები :
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;  
  • კრეატიულობა .

ჩვენ გთავაზობთ : 
კონკურენტულ ანაზღაურებას ;
მოქნილ გრაფიკს. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე : Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ქოფირაითერი“.  
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 1  ნოემბერი. 

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.