ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ინტერლაბი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ში (ბალანსი) ბუღალტერიის წარმოება;
  • კომპანიის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და ოპტიმალური გზით გადახდა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
  • სხვადასხვა სახის ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადება;
  • პერიოდული ფინანსური უწყისების მომზადება;
  • ძირითადი საშუალებების და მარაგ/მასალების ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • ფინანსური მენეჯერის (ბუღალტრის თანაშემწის) და ოპერატორების მიერ შესრულებული პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, სასაქ. ზედნადებების, ასევე პროგრამაში განხორციელებული შესყიდვებისა და სხვა გატარებების მონიტორინგი, კონტროლი და  სისწორის უზრუნველყოფა);
  • ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება 1C / ბალანსი;
  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის -ის) კარგად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი პირობები:
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი + ბონუსი
სამუშაო საათები: სრული (8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ - კვირის და ოფიციალური უქმე დღეების გარდა).

დაინტერესებულმა პირებმა თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  cv@interlab.ge
წარმატებებს გისურვებთ!