უფროსი არქიტექტორი
თარიღები: 04 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის “ შვილობილი კომპამია ,,KTW დეველოპმენტი“, აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მიმართულებით,  უფროსი  არქიტექტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • AutoCAD, ArchiCad, Excel, Word პროგრამების ცოდნა;
  • არქიტექტურულ დიზაინზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
ფუნქციები და მოვალეობები:
  • საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
  • მუშა ნახაზების შედგენა;
  • 3D ვიზუალიზაცია;
  • პროექტის სრული დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • მშენებლობის მიმდინარეობისთვის აუცილებელი ნებართვების მიღება-ორგანიზება და კონტროლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2024 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”