იურისტი
თარიღები: 04 ოქტ - 02 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@autotechno.ge
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. 
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: მთავარი იურისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი (ფონიჭალა)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 3000 ლარი + კვარტალური ბონუსი

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება და შემდგომში მონიტორინგი. სამართლებრივი დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და არქივის შექმნა;
  • ახალი პროექტების შემუშავების პროცესებში მონაწილეობა, მათ სამართლებრის უზრუნველყოფაზე ზრუნვა და შესაბამისი მოსაზრებების ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მომწოდებლებლებთან კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის დამყარება და შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ქმედებათა გატარება;
  • მესამე პირებთან კომპანიის წარმომადგენლობა, ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • მონიტორინგი/უსაფრთხოების და აუდიტის სამსახურის ჩამოყალიბება არსებული დებულების შესაბამისად და შემდგომში სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულების ადმინისტრირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word,).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა. 
  • კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
  • გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ მთავარი იურისტი’’
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!