საოპერაციო დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი ალდა ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
TOP მენეჯმენტი: საოპერაციო დირექტორი/COO
„ალდა ჯგუფი“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სარესტორნო ქსელს აცხდებს ვაკანსიას "საოპერაციო დირექტორის"-ს პოზიციაზე. 
ლოკაცია: თბილისი 
გრაფიკი: სრული 
სახელფასო ბიუჯეტი: 3500-5000 ხელზე 
საოპერაციო მენეჯერი/დირექტორი (COO) პასუხისმგებელია ორგანიზაციის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობაზე და აღმასრულებელი დირექტორისა და მენეჯმენტის მიერ შემუშავებული ბიზნეს სტრატეგიების განხორციელებაზე. COO უზრუნველყოფს ოპერაციულ ეფექტურობას, მართავს კომპანიის რესურსებს და ხელმძღვანელობს სხვადასხვა განყოფილებებს კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში. როლი მოითხოვს სტრატეგიულ აზროვნებას, განსაკუთრებული ლიდერობის უნარს და ბიზნესში არსებული მრავალი ფუნქციის ცოდნას, მათ შორის წარმოებას, მარკეტინგსს, მომხმარებელთა მომსახურებას და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს. 

ძირითადი მოვალეობები: 
ოპერაციების მართვა:  
  • საოპერაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, კომპანიის გრძელვადიან მიზნებთან შესაბამისობაში.  
  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით (მაგ., წარმოება, HR, ფილიალები, და ა.შ.). 
  • საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის უზრუნველყოფა. 
  • ავტომატიზაციის, პროცესის გაუმჯობესებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. 
სტრატეგიული დაგეგმვა: 
  • მეჯნეჯმენტის სხვა წევრებთან კოლაბორაცია კომპანიის მიზნებისა და ხედვების განსაზღვრის მიზნით.  
  • კომპანიის ზრდის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა. 
  •  სტრატეგიული მიზნების ასახვა სამოქმედო გეგმაში და მისი განხორციელების უზრუნველყოფა. 
  • ბიზნეს გადაწყვეტილებებში ჩართულობა და კომპანიის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფა. 
ფინანსური და რესურსების მართვა: 
  • ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ოპერაციებთან დაკავშირებულ ფინანსურ დაგეგმვაში ჩართულობა. 
  • კაპიტალური დანახარჯების ზედამხედველობა და რესურსების მართვა ხარჯების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. 
  • საფინანსო დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობა ფინანსური საქმიანობისა და მომგებიანობის მონიტორინგისთვის. 
  • ინვენტარიზაციის პროცესის მართვა, გამოვლენილი გადახრების შემდგომი მიტიგაცია საოპარაციო ხარვეზების გამოსწორებისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე. 
ეფექტიანობის მართვა: 
  • ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი საოპერაციო ეფექტურობის შეფასების მიზნით. 
  • მიმართულების ხელმძღვანელების რეგულარული მიმოხილვა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. 
  • სამუშაოს გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მიდგომების შემუშავება, რათა გუნდმა შეასრულოს დასახული მიზნები.  
რისკის მართვა: 
  • ოპერაციებთან დაკავშირებული პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და მიტიგაცია. 
  • ინდუსტრიის რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. 
  • კრიზისული მართვის სტრატეგიის შემუშავება და საჭიროებისამებრ  საგანგებო სიტუაციების მართვა. 
გუნდის განვითარება: 
  • მაღალ-მწარმოებლური გუნდის შექმნა და მენტორობა. 
  • ინოვაციების, თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის უზრუნველყოფა. 
  • თანამშრომელთა ჩართულობისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა. 
დაინტერესებული მხარეების ჩართულობა: 
  • გარე პარტნიორებთან, არსებულ მომწოდებლებსა და გამყიდველებთან აქტიური კომუნიკაცია მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. 
  • გენერალურ დირექტორთან კოლაბორაცია დამფუძნებელთათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის  საოპერაციო ეფექტურობის შესახებ ანგარიშგებისათვის 
 
კვალიფიკაცია: 
  • საოპერაციო მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება  
  • ბიზნესის ფუნქციების ცოდნა (მაგ., HR, ფინანსები, მარკეტინგი, მიწოდების ჯაჭვი). 
  • სარესტორნო ბიზნესის საოპერაციო ფუნქციების ცოდნა და გამოცდილება 
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების უნარები. 
  • ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების პროცესში საოპერაციო დაგეგმვის მიმართულობით გამოცდილება. 
  • ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობის, ორგანიზაციული და   ინტერპერსონალური უნარები. 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. 
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ოპერაციების მენეჯმენტში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (აუცილებელია). 
 

დაინტერესების შემთხვევაში  გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@aldabrothers.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 
ალდა ჯგუფი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას