ფარმაცევტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიენჯი ფარმა
მივლინება: არა ხელფასი: 600 - 900 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ფარმაცევტ/პროვიზორი
შპს „ჯიენჯი ფარმა“  წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამჟამად აერთიანებს 12 ფილიალს         

ჯიენჯი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
  • დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
  • სალაროს წარმოება;
  • მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
  • დაქვემდებარებაში არსებული  სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება
 
მოთხოვნები:
  • ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
  • სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.  
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: rusudan.khubashvili@gng.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555922727