შპს „ჯიენჯი ფარმა“ წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ მზარდ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამჟამად აერთიანებს 12 ფილიალს
„ჯიენჯი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახებ;
- მომხმარებლისთვის მოქმედი აქციების ფარგლებში შეთავაზებების გაკეთება;
- დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
- სალაროს წარმოება;
- მედიკამენტების აღწერა: პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთების შედარება, შედეგის აღრიცხვა;
- დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთვის კონტროლი;
- პროდუქციის მიღება
მოთხოვნები:
- ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თავაზიანობა, მზრუნველობის გამოხატვა;
- სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: rusudan.khubashvili@gng.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555922727