საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და წლიური ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- მენეჯმენტისთვის და სათაო ოფისისთვის პერიოდული და საჭიროებისამებრ ანგარიშების მომზადება და ანალიზი
- მონაწილეობა ორგანიზაციების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საქმიანობის დაგეგმვაში ფინანსური კუთხით
- ბუღალტრული აღრიცხვის, ფულადი სახსრების ანალიზი
- ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება და კონტროლი შიდა სტანდარტული პროცედურების და საინფორმაციო სისტემების მეშვეობით. მონაცემთა ხარისხის, ფინანსური ოპერაციებისა და ტრანზაქციების სწორად მართვის უზრუნველყოფა.
- ფულადი სახსრების მონიტორინგი, მომავალი ტენდენციების პროგნოზირება
- რეალური ხარჯის ანალიზის დაგეგმილ ხარჯთან მიმართებაში და მნიშვნელოვანი განსხვავებების მოკვლევა და მათზე თვალყურის დევნა
- კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გაანალიზება, ფინანსური მდგომარეობის, ლიკვიდურობის და სტრუქტურის ზრდის პერიოდული ანგარიშების შედგენა
- რეგიონალური გაყიდვების და შესრულების ეფექტურობის ანალიზი, კორელაციების გაგება, რისკების იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებების შეთავაზება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშის მომზადება ფინანსურ საქმიანობაზე ბიუჯეტსა და პროგნოზზე დაყრდნობით
- კომპანიის ყოველთვიური დახურვის პროცესის მართვა სათანადო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშის ანალიზით;
- ზუსტი ფინანსური ანგარიშების შედგენა კონკრეტულ ვადებში
- თვის და წლის დახურვის პროცედურებში ჩართვა ბიუჯეტირების, პროგნოზირების და სტრატეგიული დაგეგმვის მხარდაჭერა
- შეძლებისდაგვარად გარე ურთიერთობების გაფართოება შესაბამის კონტაქტებთან, მაგ., აუდიტორებთან, კონსულტანტებთან, მომწოდებლებთან, კლიენტებთან, ბანკირებთან და ნორმატიულ ორგანიზაციებთან
- კომპანიის შიდა და გარე რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, პრიორიტეტი მიენიჭებათ ფინანსური განათლების მქონე კანდიდატებს
- მთავარი ბუღალტრის ამ ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე მუშაობიუს გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი);
- მონაცემთა ბაზების მართვა MS Excel Power Pivot
- საერთაშორისო მატრიცულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (არანკლებ 5 წელი) პრიორიტეტი მიენიჭებათ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ნამუშევარ კანდიდატებს
- SAP, CO მოდულის და MS საოფისე პროგრამების ცოდნა
- რიცხვებისა და ანალიზისადმი მიდრეკილება, ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნება
- შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ფლობა (როგორც სალაპარაკო ასევე წერითი უნარები)
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი
უნარები/პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- მიზანზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.
კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
- კონკურენტულ ხელფასს
- წლიურ ბონუსს
- სამედიცინო დაზღვევას
- მობილური ხარჯების ანაზღაურებას
- ავტომობილს
- შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება (3 ეტაპი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტებზე:
otcrx90@yahoo.comსათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური კონტროლიორი - თბილისი".
კანდიდატის პოზიციაზე აყვანა იგეგმება 2024 წლის 1 დეკემბრიდან
საბუთების გამოგზავნა ა.წ. 18 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.