ფინანსური კონტროლიორი
2xP PRIORITY საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია
თარიღები: 03 ოქტ - 01 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: otcrx90@yahoo.com
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და წლიური ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მენეჯმენტისთვის და სათაო ოფისისთვის პერიოდული და საჭიროებისამებრ ანგარიშების მომზადება და ანალიზი 
  • მონაწილეობა ორგანიზაციების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საქმიანობის დაგეგმვაში ფინანსური კუთხით
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ფულადი სახსრების ანალიზი 
  • ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება და კონტროლი შიდა სტანდარტული პროცედურების და საინფორმაციო სისტემების მეშვეობით. მონაცემთა ხარისხის, ფინანსური ოპერაციებისა და ტრანზაქციების სწორად მართვის უზრუნველყოფა.
  • ფულადი სახსრების მონიტორინგი, მომავალი ტენდენციების პროგნოზირება
  • რეალური ხარჯის ანალიზის დაგეგმილ ხარჯთან მიმართებაში და მნიშვნელოვანი განსხვავებების მოკვლევა და მათზე თვალყურის დევნა  
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გაანალიზება, ფინანსური მდგომარეობის, ლიკვიდურობის და სტრუქტურის ზრდის პერიოდული ანგარიშების შედგენა
  • რეგიონალური გაყიდვების და შესრულების ეფექტურობის ანალიზი,  კორელაციების გაგება, რისკების იდენტიფიცირება,  გადაწყვეტილებების შეთავაზება და  შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა.
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშის მომზადება ფინანსურ საქმიანობაზე ბიუჯეტსა და პროგნოზზე დაყრდნობით 
  • კომპანიის ყოველთვიური დახურვის პროცესის მართვა სათანადო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშის ანალიზით;
  • ზუსტი ფინანსური ანგარიშების შედგენა კონკრეტულ ვადებში
  • თვის და წლის დახურვის პროცედურებში ჩართვა ბიუჯეტირების, პროგნოზირების და სტრატეგიული დაგეგმვის მხარდაჭერა
  • შეძლებისდაგვარად გარე ურთიერთობების გაფართოება შესაბამის კონტაქტებთან, მაგ., აუდიტორებთან, კონსულტანტებთან, მომწოდებლებთან, კლიენტებთან, ბანკირებთან და ნორმატიულ ორგანიზაციებთან
  • კომპანიის შიდა და გარე  რეგულაციების და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო და სხვა აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, პრიორიტეტი მიენიჭებათ ფინანსური განათლების მქონე კანდიდატებს 
  • მთავარი  ბუღალტრის ამ ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე მუშაობიუს გამოცდილება (არანაკლებ 5 წელი);
  • მონაცემთა ბაზების მართვა MS Excel Power Pivot
  • საერთაშორისო მატრიცულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (არანკლებ 5 წელი) პრიორიტეტი მიენიჭებათ ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ნამუშევარ კანდიდატებს
  • SAP, CO მოდულის  და MS საოფისე პროგრამების ცოდნა
  • რიცხვებისა და ანალიზისადმი მიდრეკილება, ანალიტიკური და სტრუქტურირებული აზროვნება
  • შიდა კონტროლის განხორციელება და მონიტორინგის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ფლობა  (როგორც  სალაპარაკო ასევე წერითი უნარები)
  • კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი

უნარები/პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • მიზანზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა.

კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს 
  • კონკურენტულ ხელფასს
  • წლიურ ბონუსს
  • სამედიცინო დაზღვევას
  • მობილური ხარჯების ანაზღაურებას
  • ავტომობილს
  • შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
  • CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება (3 ეტაპი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ინგლისურ ენოვანი CV (რეზიუმე) და მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი ელ. ფოსტებზე: otcrx90@yahoo.com
სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური კონტროლიორი  - თბილისი".

კანდიდატის პოზიციაზე აყვანა იგეგმება 2024 წლის 1 დეკემბრიდან
საბუთების გამოგზავნა ა.წ. 18 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.