რეკრუტერი
1xP PRIORITY Symmetria
თარიღები: 03 ოქტ - 01 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ადამიანური რესურსები:  პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.symmetria.ge@gmail.com
ჩვენ, სამკურნალო ცენტრების საერთაშორისო ქსელი ,,Symmetria’’ რომელიც უნიკალური მეთოდის, ბიომექანოთერაპიის საშუალებით მკურნალობს საყრენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს, ვეძებთ რეკრუტერს, ვინც მთავარ როლს შეასრულებს ჩვენი გუნდისთვის ნიჭიერი თანამშრომლების პოვნასა და შერჩევაში.
თუ იცით, როგორ იპოვოთ საუკეთესო სპეციალისტები და შეინარჩუნოთ მაღალი დონის კომუნიკაცია კანდიდატებთან, შემოუერთდი ჩვენს გუნდს! 
 
მოვალეობები: 
  • კადრების შერჩევის სრული მონიტორინგი: ვაკანსიების შედგენიდან თანამშრომლის აყვანამდე. 
  • კანდიდატების აქტიური ძიება სხვადასხვა არხებით: სამუშაო საიტები, სოციალური ქსელები, პროფესიული საზოგადოებები. 
  • კანდიდატებთან გასაუბრება და შეფასება კომპანიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 
  • განყოფილების ხელმძღვანელებთან გასაუბრების ორგანიზება და კოორდინაცია. 
  • მუდმივი კავშირი კანდიდატებთან შერჩევის ყველა ეტაპზე: პირველი კონტაქტიდან მუშაობის დაწყებამდე. 
  • კანდიდატთა მონაცემთა ბაზის და განახლებული ინფორმაციის შენარჩუნება. 
  • ჩატარებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება, შრომის ბაზრის ანალიზი. 
  • HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა და პერსონალის შერჩევის ახალი მიდგომების დანერგვა. 
 
მოთხოვნები: 
  • სამუშაო გამოცდილება 1 წლიდან. 
  • სამედიცინო პერსონალის მოზიდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი და კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. 
  • რამდენიმე დავალების ერთდროული მართვის და დათქმულ ვადებში შესრულების უნარი. 
  • სხვადასხვა ხელსაწყოებისა და პლატფორმების მეშვეობით სპეციალისტების მოძიებისა და მოზიდვის უნარები. 
  • პასუხისმგებლობა, დეტალებისადმი ყურადღება, ინიციატივა. 
  • საბაზისო რეკრუტირების უნარების ფლობა და HR პროცესების ცოდნა. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ხელფასს და პრემიებს თანამშრომლების წარმატებული შერჩევისთვის. 
  • კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. 
  • პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს. 
  • საინტერესო დავალებებს და მუდმივ ურთიერთკავშირს პროფესიონალურ გუნდთან. 
 
 
თუ გსურთ გახდეთ სამკურნალო ცენტრების საერთაშორისო ქსელი ,,Symmetria’’-ს  წევრი და დაგვეხმაროთ ძლიერი გუნდის შქმნაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com 
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!